13 წელი შინდისის ტრაგედიიდან

შინდისის ტრაგედიიდან დღეს 13 წელი შესრულდა. დღეს 2008 წლის აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა.

2008 წლის 11 აგვისტოს, რკინიგზის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. შინდისთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

შინდისის ბრძოლა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share