ანტივაქსერებთან კამათს და დავას აზრი არ აქვს – ზურაბ გურული

ანტივაქსერებთან კამათს და დავას აზრი არ აქვს – ამბობს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას.

მისი თქმით, ეს დავა საუკუნეების წინ დაიწყო და უსასრულოდ გაგრძელდება.

“წამალი ჯერ არ გვაქვს და პრევენციისთვის ყველაზე მძლავრი საშუალება ვაქცინაციაა. თუ ვინმეს არ უნდა, რომ აიცრას, ეს მათი ნებაა, მაგრამ არ არის ვალდებული, შეინარჩუნოს იმ სისტემებში, სადაც შესაძლოა სხვები დაასნებოვნონ”, – განაცხადა ზურაბ გურულმა და მაგალითად მოიყვანა აშშ-, სადაც სამედიცინო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ორთვიან ვადას აძლევენ, თუ არ აიცრებიან, მაშინ მათ სამსახურის დატოვება მოუწევთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share