წილოსანი: სააკაშვილის სტატუსი ადასტურებს, რომ ისინი ელოდებიან უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალებას

“სააკაშვილის აღნიშნული სტატუსი პრინციპში ადასტურებს, რომ სააკაშვილი და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალა ისტორიაში ჩაიწერება როგორც ადამიანების გარდაცვალებით მოვაჭრე და მოხარული პოლიტიკური ძალა. ეს სტატუსი ადასტურებს, რომ ისინი ელოდებიან უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალებას, იმისთვის რომ თავისი პოლიტიკური წესრიგი ააგონ”, – აცხადებს დეპუტატი ნინო წილოსანი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სტატუსის კომენტირებისას.
წილოსანის კომენტარს იმედი ავრცელებს. სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია რაც საქართველოში ხდება ივანიშვილს და ქოცებს დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად ეს მათი ბრალია. მოგვიანებით ექსპრეზიდენტმა სტატუსი წაშალა და განაცხადა, რომ მას ფეისბუქი გაუტეხეს.
metronome.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share