“ტრიბუნას” ლიდერის დავით ჭიჭინაძის თქმით, კატასტროფა და განუკითხაობა, რაც ქვეყანაში ტრიალებს, ოცნების ხელისუფლების ბრალია. როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, გაჭირვება, კოვიდკრიზისი, უმართავი მდგომარეობა გამომპალი სისტემის ბრალია და ოცნება ამ ზამთავრს ვერ გადააგორებს:
“სისტემა ისე გამოლპა, 2024 წლამდე როგორ მივა “ქართული ოცნება” კი არა, ამ ზამთარს როგორ გადააგორებენ ჯერ ეს არის საკითხავი.
კოვიდის სამართავად, ხალხის დასახმარებლად გამოგზავნილი მილიონები გაანიავეს და კორუფციული სქემებით ჯიბეებში ჩაილაგეს;
მანკიერი სიტუაცია სავადმყოფოებში, შეჭმული უამრავი ფული, თანაც ისე, რომ საწოლფონდებიც ვერ შექმნეს;
უმცროსი მედპერსონალის მიზერული 160-300 ლარი ანაზღაურების ფონზე, პრემიერის სამარცხვინო განცხადება, გამგებლების, მათი მოადგილეების, ადმინისტრაციებში დასაქმებული პირებისთვის ხელფასების გაორმაგების შესახებ!
მოკლედ, კატასტროფა, განუკითხაობა, ყველაფერი რაც დღეს ქვეყანაში ტრიალებს, აბსოლუტურად “ოცნების” ხელისუფლების და მუშკეტერების ბრალია!
შესაძლოა უცოდინრობით დაიდო ეს შედეგი, მაგრამ თუ შეგნებულად, მაშინ სადისტები არიან და დასაჭერები” – აცხადებს ჭიჭინაძე.