საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულ თხილის პარტიებზე საიდენტიფიკაციო და ფიზიკური შემოწმებების სიხშირე 50%-დან 20%-მდე შემცირდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული თხილის ხარისხის მიმართ ნდობის ზრდასა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიან პოლიტიკაზე მიუთითებს.
„ევროკავშირის კომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) მცენარეთა, ცხოველთა, სურსათისა და ცხოველის საკვების მუდმივმოქმედი კომიტეტის (PAFF) 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულ თხილის პარტიებზე საიდენტიფიკაციო და ფიზიკური შემოწმებების სიხშირე 50%-დან 20%-მდე შემცირდება.
აფლატოქსინებით დაბინძურებისგან თავიდან აცილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებას საფუძვლად ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და საქართველოს მიერ 2020 წელს გატარებული ღონისძიებები დაედო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული თხილის ხარისხის მიმართ ნდობის ზრდასა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიან პოლიტიკაზე მიუთითებს.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიის (EU) 2019/1793 განმახორციელებელი რეგულაციის I დანართში აისახება და გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს ამოქმედდება“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.
cnews.ge