წინასწარი ინფორმაციით ყველაზე “ცხელი” ლაშეს მაჟორიტარული ოლქი იქნება

გავრცელებული წინასარი ინფორმაციით, მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ერთ-ერთი ყველაზე “ცხელი” მაჟორიტარული ოლქი, ქალაქ ოზურგეთის ლაშეს უბანი იქნება, სადაც საკრებულოს წევრობისთვის დამოუკიდებელი კანდიდატი გელა კობალაძე, “ნაციონალებიდან” ბადრი კილაძე, ხოლო “ოცნებიდან” ნინო ტაბატაძე ნადირაშვილი იბრძოლებენ.

კობალაძე, გახარიას პარტიიდან ოზურგეთის მერობის პოსტზე გია ცეცხლაძის დასახელების გამო, მისი მხარდაჭერის ნიშნად, მერობისათვის ბრძოლიდან, საკრებულოზე გადაერთო და აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარობისათვის იბრძოლებს.

რაც შეეხება ნინო ტაბატაძეს, ის ამ ოლქში გელა კობალაძესთან დასაპირისპირებლად გაამწესეს.

ხოლო ბადტი კილაძე, კანდიდატის რანგში მსგავსი ტიპისსაარჩევნო მარათონში ტაბატაძის მსგავსად ისიც პირველად ჩაერთვება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share