პოლიტიკის ექსპერტი, გია ხუხაშვილი საქართველოში მაიკ პომპეოს ჩამოსვლას ეხმაურება. ექსპერტი საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სასწრაფო ჩამოსვლა რეგიონში.
როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, მაღალი ალბათობით, შემოთავაზებული იქნება ევრო-ატლანტიკურ სისტემაში საქართველოს დაჩქარებული ინტეგრაცია.
„რას უნდა უკავშირდებოდეს მაიკლ პომპეოს ასეთი სასწრაფო, დაუგეგმავი ვიზიტი საქართველოში?
ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად დაარღვია რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა ფრთხილად და აუჩქარებლად ამერიკული პოლიტიკა. ამ მოცემულობაში ყველა დაინტერესებული მხარეს უწევს სწრაფი და არაორდინალური მოქმედებები, იმისათვის რომ გააფართოვოს, ან უარეს შემთხვევაში შეინარჩუნოს რეგიონში საკუთარი პოზიციები.
ჩემის აზრით, აშშ-მ დაინახა რეგიონში თამაშგარედ დარჩენის საფრთხე და დაიწყო მოქმედება ერთადერთი შესაძლო მიმართულებით – საქართველო.
მაღალი ალბათობით, შემოთავაზებული იქნება ევრო-ატლანტიკურ სისტემაში ჩვენი დაჩქარებული ინტეგრაცია. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი დაიწყოს აშშ- ს შეიარაღებული ძალების კონტინგენტის რაღაც ფორმით სასწრაფო ფიქსაციაზე საქართველოში, მომავალში სამხედრო ბაზის დაანონსებით.
შედეგები კარგი ტესტი იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის. იმას მაინც გავიგებთ, რეალურად რა უნდათ“,- ამბობს გია ხუხაშვილი.
ცნობისთვის, მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბრს ეწვევავიზიტის ფარგლებში ის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პატრიარქს.