დიდი წვლილი შეიტანა ტფილისის მერმა ჩხიკვიშვილმა სტუდენტთა ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში. გაზეთი ,,ერთობა” (12 ნოემბერი, 1919) წერდა: ,,მადლობა ქალაქის მოურავს. სახელმწიფო უნივერსიტეტების სოც. დემ. სტუდენტ მსმენელთა საზოგადო კრებამ დაადგინა უღრმესი მადლობა გამოუცხადოს ქალაქის მოურავს ბ. ჩხიკვიშვილს იმ ენერგიულ დახმარებისათვის, რომელსაც ის უწევს ღარიბ სტუდენტობას, რაიც გამოიხატა სტუდენტთა სასადილოს მოწყობის ხელის შეწყობაში, ტრავმაის იაფ ფასიან აბონიმენტების გადაცემასა და სხვ.” ერთი გარდაცვლილი ბენია ამ ყველა ცოცხალ მერს ჯობია.