გურიაში კოვიდით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღე მატულობს.
ბოლო 24 საათში მხარეში 106 შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 2. ამ რთული ვითარების ფონზე ირკვევა, რომ გურიაში, არც ერთ საავადმყოფოში ადგილები არ არის.
ექიმები ამბობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, მედპერსონალის პრობლემაც შეიქმნება.