“ქართული ოცნება” რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას ისე ატარებს, რომ პარტიის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე არსად ჩანს, არადა პარტიამ სწორედ ის დანიშნა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად.
“ოცნების” წევრებში “მთავარის” კითხვას, თუ სად არის ირაკლი კობახიძე დაბნეულობა მოჰყვა.
დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ “მთავარს” ცალკე არ ეწერება და კითხვას არ პასუხობს, ნაწილი კი პირდაპირ ამბობს, რომ ერთი კვირაა კობახიძე არ უნახავთ:
“თავის საქმე აქვს, მე რა ვიცი [სად არის], ვნახე პარტიაში”, – ამბობს დეპუტატი სავალან მირზოევი.
“ვერ გეტყვით არ ვიცი, ეს დღეები პარლამენტში აქტივობები ნაკლებად იყო, არ ვარ საქმის კურსში, ბოლო დღეების განმავლობაში არ მინახავს”, – თქვა დავით სერგეენკომ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბოლოს საჯაროდ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნისას გამოჩნდა. ამის შემდეგ ის არც რეგიონებში ყოფილა, არც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თუ სხვა ადგილებში, სადაც პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. “ოცნების” ზიზღის კამპანიას სათავეში პრემიერი ღარიბაშვილი უდგას.