“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, პარტიული სიები გახსნილია და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ის ყველა მსურველს ელოდება, რომ არჩევნებზე დაარეგისტრიროს.
ნათელაშვილმა რეგისტრაციისთვის, პარტიის ცხელი ხაზის ნომერიც მიუთითა:
“დღეს ლეიბორისტულმა პარტიამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. სადეპუტატო სიები გახსნილია ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე….
დავდგეთ ერთად, გამოდით, სამშობლო გეძახით, დაგვირეკეთ, 291-16-17 ცხელ ხაზზე, ჩაეწერეთ ჩვენს პარტიულ სიებში ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე”,- თქვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ლეიბორისტული პარტია თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს. თბილისის მერობის კანდიდატად პარტიამ მიხეილ ქუმსიშვილი დაასახელა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად – ლაშა ჩხარტიშვილი