რა შეზღუდვები იმოქმედებს 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე – სრულად

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის გადაწყვეტილბა შეზღუდვებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს გააცნო:  14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში იმოქმედებს შეზღუდვები:

  • შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
  • სრულად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც იმართება საერთაშორისო ეგიდით;
  • იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშობა;
  • კვების ობიექტების მუშობა, ნავლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;
  • საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 49 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 310 პაციენტი. ინფორმაცია STOPCOV.GE-ზე ვრცელდება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share