„ქართველი ხალხი არის ბრძენი და საბოლოოდ აკეთებს ხოლმე ისეთ არჩევანს, რომელიც აისახება არჩევნების შემდეგ შედეგებში. ჩვენ ბევრი კვლევა გვინახავს, თუმცა საბოლოოდ ბოლო შვიდი არჩევნებია „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს არჩევნებში ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.
ნამდვილად არ ვიცი ოპოზიციას რა სტრატეგია აქვს, ფაქტია, რომ დაახლოებით თვენახევარი დარჩა არჩევნებამდე და ალბათ ფარ-ხმალი აქვთ დაყრილი და ამიტომ არ აქტიურობენ. ჩვენ საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში წარვადგენთ კანდიდატებს. არა მხოლოდ მერობის კანდიდატების, საკრებულოს წევრობის, მაჟორიტარობის და ჩვენ გავაგრძელებთ ასე დარჩენილი პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.