დღეს – “მუშკეტერი” პაატა იმნაძე – ეპიდვითარება საქართველოში დღეს ხუთჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე ინდოეთში იყო ორი თვის წინ ეპიდკატრასტროფის დროს!!! გუშინ – პრემიერმინისტრის გაუთავებელი ტრაბახი, რა მაგრად მართავან პანდემიას!!!! თურმე ჯანმოს ხელმძღვანელთან ახლობლობით გაუვსია ქვეყანა ვაქცინით, მარა იმის თქმა დაავიწყდა, ეგ როდის მოხდა, არც ის “გახსენებია” 500 000 დოზა ფაიზერი აშშ-მ რომ გვაჩუქა! აბა მეგობარი ლიეტუვის ნაჩუქარი 32000 დოზა (რისი საშუალებაც ჰქონდათ!) აბა რა სახსენებელი იყო!!!! მაშინ, როცა მხოლოდ გასულ 10 დღეში ქვეყანაში კოვიდით 362 ადამიანი დაიღუპა და საათში 2 კაცი კვდება, როცა ვირუსის გავრცელებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობით, მილიონ მცხოვრებზე გადაანგარიშებით, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს მინიმუმ ოთხჯერ ვაჭარბებთ, როცა ჰოსპიტალური სექტორი სრული კოლაფსის პირზეა (ახლა ეკონომიკის არნახულ “აღმასვლაზე” და სხვა “წვრილმანებზე” აღარ შევჩერდები) ვერაფრით ვერ მოვახერხე სახელი დამერქმია პრემიერის ამ უაზრო და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბაქი-ბუქისათვის! იქნებ თქვენ მოიფიქროთ!!!!!
ფეისბუკ პოსტის ავტორი ნოდარ გოგუა