„სტრატეგია აღმაშენბელის“ ერთი-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საქართვლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ უნდა ჩამოვიდეს, რადგან ამის დრო ჯერ არ არის.
როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, მას დაჭერა ემუქრება.
„ეტაპი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, რომ რაღაცაზე გულწრფელი პასუხი არ გავცე და რაღაცაზე მლიქვნელი. როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყანაში ტოტალური გაყალბებაა, გაყალბება ტოტალური ნიშანვს ხალხის ხმის მიტაცებას. ხალხი არის სახელმწიფო. თუ სახელმწიფო მიტაცებულია და ტოტალური გაყალბებაა. სააკაშვილზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მოქალაქეობაა მას არ აქვს, რატომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, იმიტომ რომ ამან დაიჭიროს?! “,- განაცხადა ჩარკვიანმა.
ინფორმაციისთვის, გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ოპოზიციას სთხოვდა ეთქვა, უჭერენ თუ არა მხარს მის საქართველოშ ჩამოსვალს.