ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში, პოლიციის შენობის წინ 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, თუმცა, პოლიციამ დამნაშავის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნო. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117_ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.