საქართველოში სტუდენტებისთვის შესაძლოა სავალდებულო სამუშაო დრო დაწესდეს

საქართველოში, შესაძლოა, სავალდებულო სტუდენტური სამუშაო დრო დაწესდეს.

როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, ნებისმიერ კერძო სექტორში 8 საათიანი დროის შემდეგ მორჩენილ დროში უნდა დასაქმდეს სტუდენტი, ხოლო ის დამსაქმებელი, ვინც დღეში ერთ სტუდენტს მაინც დაასაქმებს, მასზე სტუდენტური საშემოსავლო გადასახადი არ უნდა გავრცელდეს.

ასევე, მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების თანახმად, სტუდენტებს არ უნდა მიეცეთ ღამის ცვლაში მუშაობის უფლება.

“სამუშაო დრო სასწავლო ცხრილზე უნდა იყოს მორგებული”, – ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share