სარფიდან 52 000 კილოგრამი დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
“საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, საერთო ჯამში, 52 000 კილოგრამი დაავადებული კარტოფილით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, მონიტორინგის გეგმის ფარგლებში, იმპორტირებული კარტოფილის შიგთავსიდან აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა”,- ნათქვამია განცხადებაში.