(ვიდეო) – “სააკაშვილმა დაალაგა საქართველო და მანდ კანონი უმაღლეს დონეზეა, რასაც 30 წელია ვერ მიაღწია აფხაზეთმა” – “აფხაზეთის გმირის” ინტერვიუ

“აფხაზური ამბები” აქვეყნებს ვიდეოსმ სადაც “აფხაზეთის გმირი” იბრაჰიმ იაგანოვის ინტერვიუ, რომლის დროსაც, იგი ამბობს:

“აფხაზეთი არ არის თავისუფალი, აფხაზეთში არ არსებობს კანონი. სააკაშვილმა დაალაგა საქართველო და მანდ კანონი უმაღლეს დონეზეა, რასაც 30 წელია ვერ მიაღწია აფხაზეთმა. უნდა ვისწავლოთ სააკაშვილისგან, არის ბევრი რამ, რაც საქართველოდან უნდა ვისწავლოთ. არ მოგვწონს, რომ 30 წლის მანძილზე არ გვაქვს თავისუფლება, ეკონომიკა… მე მესმის, რომ არიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ისე გადაძვრენ ფანჯარაში და მოიპარონ მობილური ტელეფონი და საფულე, რომ დამსვენებლები არ გააღვიძონ, ესეც ნიჭია, მაგრამ მე ამის სწავლა არ მინდა. სიტუაცია სტაბილურად უარესდება.”

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველების ხოცვისათვის აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა არძინბამ იბრაჰიმ იაგანოვს “აფხაზეთის გმირის” წოდება მიანიჭა.

ცნო­ბის­თვის, ია­გა­ნო­ვი 90-იანი წლე­ბის ომში ყა­ბარ­დო­ე­ლე­ბის მო­ხა­ლი­სე­თა ბა­ტა­ლი­ონ “ყა­ბარ­დოს” მე­თა­უ­რი იყო. რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სში “კავ­კა­სი­ის გმი­რის” ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე წა­რად­გი­ნეს. ომამ­დე, 1986 წელს, მან ბა­ქოს მი­ლი­ცი­ის სკო­ლა და­ამ­თავ­რა, ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და. 2020 წელს სო­ხუ­მის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის “იუ­რის­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბა” და­ამ­თავ­რა.

2009 წელს, მისი თა­ოს­ნო­ბით და­ფუძნ­და მოძ­რა­ო­ბა ყა­ბარ­დო­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა “ხასე”, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­ექ­ტე­ბი უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა, მა­ლე­ვე “ბუ­ტა­ფო­რია” უწო­და და ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ტო­ვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share