საპროტესტო აქცია ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიასთან

ამ წუთებში ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

რამდენიმე ათეული ოპოზიციის წარმომადგენელი შეიკრიბა დღეს ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიასთან და ამ უკანასკნელის მიერ შემაჯამებელი ოქმის მიღება გააპროტესტეს.

აქციამდე რამდენიმე წუთით ადრე ოპოზიციის, წარმომადგენლებმა საოლქო კომისიაში, კერძოდ კომისიის წევრებმა და წარმომადგენლებმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, “ევროპული სქართველოდან”, “პატრიოტთა ალიანსიდან”, “ლეიბორისტული პარტიიდან”, “ერთიანი საქართველოდან” კომისია პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოზურგეთის საოლქო კომისიამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share