სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის შედეგები რეალობას არ შეესაბამება და ის პროპაგანდასა და მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მცდელობას ემსახურება.
ჩიხლაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ თავის დამშვიდება თუ უნდა 46%-ის ნაცვლად 96% დაიწეროს, უფრო დამშვიდდება. „ქართული ოცნების“ შიდა კვლევა არ შეესამება სინამდვილესა და რეალობას, იმიტომ რომ შიდა კვლევებს ჩვენც ვატარებთ, „ქართულ ოცნებას“ თავის დამშვიდება თუ უნდა, 46 %-ის ნაცვლად 96% დაიწეროს, უფრო დამშვიდდება. მათი კვლევა პროპაგანდასა და წინასაარჩევნო განწყობის შექმნას ემსახურება.
ჩვენც შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ შიდაპარტიული კვლევები, სადაც „ქართული ოცნება“ 30%-ზე მეტს ვერ იღებს. არამხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არამედ სხვა ოპოზიციური პარტიებიც ხშირად ატარებენ მასიურ კვლევებს, აქედან გამომდინარე, ჩვენც ვიცით, რომ „ოცნების“ კვლევები რეალობას არ შეესაბამება და მათაც იციან, რომ ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო პროპაგანდა და მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მცდელობა“, – განაცხადა ჩიხლაძემ