როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, გურიაში საზამთროა კარგი მოსავალია _ უფრო კონკრეტულად კი ჩოხატაურში, სოფელ შუაფარცხმაში. ამ დრომდე გურიაში, საზამთროს ბაღები არავის გაუშენებია და მიიჩნევდნენ, რომ ჩვენს მხარეში ეს კულტურა ვერ გაიხარებდა, თუმცა შუაფარცხმაში საწინააღმდეგო დაამტკიცეს. როგორც გვითხრეს, საზამთრო 4000 კვადრატზეა გაშენებული და წელს, ჯამსი 30 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.