“ადგილობრივი მნიშვნელობის ქოცები უკვე დიდი ხანია შეწუხებულები არიან”…

თხილის ფასი უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობისათვის, მისი ვარდნა კი სრული კატასტროფა გახლავთ. ადგილობრივი მნიშვნელობის ქოცები უკვე დიდი ხანია შეწუხებულნი არიან იმით, რომ არჩევნები და თხილის მოსავალი ერთმანეთს ემთხვევა, რადგანაც ყოველ არჩევნებზე მათ ე.წ. “ყოვლისშემძლეობას” თხილის მყიდველის ანუ მეთხილის დაუნდობელი ჩაქუჩი “ფშუკად” აქცევს. თხილის თემას კიდევ ის კორექტირება შეაქვს ადგილობრივ პოლიტიკაში, რომ დაზაფრული პარტია ვისთანაც რაიმენაირად თხილი ასოცირდება ყველას უარყოფენ მამლის ყივილამდე. – ორი ძირი! ორი! სამზე აღაარაა ლაპარიკი! ორი ძირი თხილი ვისაც აქ იი არაა ძამა მაგიზა ხმაის მიმცემი! მითხრა განრისხებულმა ნაცნობმა, თუმცა ალბათ გული რომ დაუგრილდება ვის მისცემს ხმას კაცმა არ იცის.

კახა ჩავლეშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share