მტკიცებულელები “ოცნების” წინააღმდეგ _ “ნაციონალებმა” პროკურატურას მიმართეს

გურიასა და აჭარაში “ნაციონალური” მოძრაობა  დღეს გასაჯაროებული ჩანაწერების  _ “ოცნების” მიერ ე.წ. საუბნო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელი წევრების მათ მიერ დანიშვნას აპროტესტებს და გამოძიებას პროკურატურისგან ითხოვს.

დღეს, ორივე რეგიონში, პროკურატურაში განცხადებები მტკიცებულებებთან ერთად შევიდა და როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს გამოძიება დროულად უნდა დაიწყოს:

_ დღეს გასაჯაროებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ “ქართული ოცნება” უკვე ემზადება არცევნების გაყალბებისთვის. გამგებლებმა, დეპუტატებმა, ზონის უფროსებმა პირადად შეარჩიეს პირები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიებში ე.წ. დამოუკიდებელი წევრების სტატუსით დაანიშნინეს საოლქო კომისიებს.

ამის არაერთი მტკიცებულება მოვიპოვეთ, გავასაჯაროეთ და მოვითხოვთ, რომ ეს საკითხი  კარგად შეისწავლონ. ბევრი ჩანაწერია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს _ მაგალითად ოზურგეთში,  განცხადებები უშუალოდ პარტიის წარმომადგენლებმა დაწერეს ისე, რომ ე.წ. ავტორს არც კი გააგებინეს, _ აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბესო ქათამაძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share