სულ ცოტა ხნის წინ, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, მედიის წარმომადგენლებმა, ოლქის ყოფილი თავმჯდომარე და ცესკო-ს წარმომადგენელი ქობულეთსა და გურიაში, ზვიად თენიეშვილი ზუსტად იმ დროს “გამოიჭირეს”, როცა მას თავი უსაფრთხოდ ეგონა და “ოცნების” დავალებებს ასრულებდა.
თენიეშვილი ტელეფონით იმ პირს აძლევდა მითითებებს, რომლის საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩასმა მმართველ გუნდს სურდა, თუმცა, განაცხადი სწორად არ იყო შევსებული.