მედიის წინაშე დაბნეული ზვიად თენიეშვილი: “მე ვემსახურები საარჩევნო ადმინისტრაციას”

დღეს, დილით ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, მედიის წარმომადგენლებმა, ოლქის ყოფილი თავმჯდომარე და ცესკო-ს წარმომადგენელი ქობულეთსა და გურიაში, ზვიად თენიეშვილი ზუსტად იმ დროს “გამოიჭირეს”, როცა მას თავი უსაფრთხოდ ეგონა და “ოცნების” დავალებებს ასრულებდა. თენიეშვილი ტელეფონით იმ პირს აძლევდა მითითებებს, რომლის საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩასმა მმართველ გუნდს სურდა, თუმცა, განაცხადი სწორად არ იყო შევსებული.
დღის ბოლოს, ცესკო_ს დავალებით თენიეშვილმა მედიისთვის განმარტებები გააკეთა და თქვა, რომ მას კანონი არ დაურღვევია. მედიის წინ დაბნეულო თენიეშვილი ამტკიცებს, რომ კომისიის წევრების დაკომპლექტება გამჭირვალე იყო და მასში ხელისუფლება არ ჩარეულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share