“ქართულმა ოცნებამ” უნდა აღიაროს, რომ საერთაშორისო რეაქცია არ იყო ისეთი პოზიტიური, როგორსაც ელოდნენ- კრამერი

სახელმწიფო მდვინის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი, ფიქრობს, რომ სახელმწიფო მდივინის თბილისში ვიზიტი პირვე რიგში ყარაბაღს უკავშირდება, თუმცა, ადგილობრივი, დაძაბული პოლიტიკის გათვალისწინებით, კრამერი იმედოვნებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგს, მაიკ პომპეოს ეს ვიზიტიც შეუწყობს ხელს.

დევიდ კრამერი ნათია გოგსაძესთან ინტერვიუში ასევე ამბობს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება კანონდარღვევაა.

“პომპეოს ვიზიტი რათღა თქმა უნდა ყარაბაღში მიდმინარე პროესებს უკავშრდება, რომელიც ასევე გავლენას ახდენს საქართველოზე. მაგრამ, როგორც თქვენ თქვით, პომპეო საქართველოსთვის ძალიან დაძაბულ დროს ჩამოდის, არჩევბები და ის დაპირისპირება როემლიც მას მოჰყვა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, პომპეო ხელს შეუწყობს ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის დიალოგს. რადგან ოპოზიცია უარს ამბობს პარლამენტის შესვლაზე, “ქართულმა ოცნებამ” უნდა აღიაროს, რომ საერთაშორისო რეაქცია არ იყო ისეთი პოზიტიური, როგორსაც ელოდნენ. იყო პოზიტიურიც, მაგრამ იყო უფრო კრიტიკა, აქედან გამომდიანრე პომპეო დიალოგს შეუწყობს ხელს. – ამბოსბ დევიდ კრამერი. 

მიმდინარე პოლიტიკური აქციებისა და კრიზისის შესახებ, კრამერი ამბობს, რომ პროტესტის უფლება ყველას აქვს, ამიტომ უზრუნველსაყოფია პროტესტის მშვიდობიანი ფორმა.

“აქ ორი ასპექტია, ოპოზიციას და მოქალაქეებს აქვთ პორტესტის უფლება. მართალია კორონავირუსი დიდ პრობლემებს ქმნის, მაგრამ მთავრობამ კორონავირუსი პოლიტიკური მიზნებით, ოპოზიციური პროტესტის შესაზღუდად არ უნდა გამოიყენოს. თავის მხრივ ოპოზიციური პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს, არაძალადობრივი, მაგრამ ასეთ სიცივეში ცივი წყლის ჭავლით მიტინგის დაშლა ქართული კანონმდებლობის დარღვევა, მითუმეტეს დემონსტრანტები არ იყვნენ ამის შესახებ გაფრთიხლებულნი. დაშავდნენ ჟურნალსიტები და მოქალაქეები, ხელისფულებას აქვს პასუხმგებლობა არ გამოიყენოს ძალა უკანოოდ, ოპოზიციამ კი უნდა უზრუნველყოს პროტესტის მშვიდობიანობა, ამიტომ არის საჭირო დასხდომა და მოლაპარაკება.

მე არ ვიცი რა უდნა ქნას ხელისუფლებამ ან ოპოზიციამ, მაგრამ ფაქტია ამ არჩევნებმა დიდი დაპირისპირება გამოიწვია, რამაც წამოწია საკითხი, როგორ უნდა იფუნქციონიროს მომავალმა პარლამენტმა კონსტიტუციის ფარგლებში, ამიტომ ყველა წინადადება უნდა განიხილონ. არის შეკითხვები საარჩვნო კომისიებთან, ოპოზიცია ითხოვს ხელახალ არჩვნებს, ამიტომ ყველა პრობლემა მოლაპრაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს და ყველამ საღი გონებით უნდა იმსჯელოს.” – ამბობს დევიდ კრამერი გადაცემაში “დღის სტუმარი”.

დევიკ კრამერი სამომავლო პოლიტიკაზეც საუბრობს, როგორც საქართველოში, ასევე ახალი ადმინისტრაციის პირობებში როგორი იქნება ამერიკული პოლიტიკა საქართველოში.

“მომავალ კვირას ჩამოდის პომპეო, ის მთავრობაში 20 იანვრამდე დარჩება. ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება ძალიან პროქართული. 2017 წელს მაიკ პენსი, ვიცეპრეზიდენტი იყო ჩამოსული, თქვენ კარგად უდნა გახსოვდეთ, რომ საქართველოს საკითხს ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს” – თქვა დევიდ კრამერმა “მთავართან” ინტერვიუში

ცნობისთვის, მოქმედი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში 17-18 ნოემბერს ჩამოდის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share