“ლანჩხუთსა და ჩოხატაურში კანდიდატები შერჩეულია, ოზურგეთში ამ ეტაპზე ორი კანდიდატურა განიხილება, გადაწყვეტილებას ამ დღეებში მივიღებთ. წუხელ გურიის კანდიდატები იმიტომ არ დასახელებულა, რომ გადაწყვეტილება, საბოლოოდ ჯერ მიღებული არა რის, დიდი ალბათობით ხვალ ყველაფერი დასრულდება და სამთავე მუნიციპალიტეტში მერობის პოსტზე გამარჯვების რეალური კანდიდატები გვეყოლება”
განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, დავით მჟავანაძემ “გურიის მოამბესთან” საუბარში.
მისივე განცხადებით, ყველა კანდიდატზე პარტია უკვე თითქმის ჩამოყალიბებულია და სამთავე მუნიციპალიტეტში მთავარ ოპოზიციურ ძალას გამარჯვებაზე ორიენტირებული გუნდი ეყოლება.
“გურიის მოამბე” მჟავანაძეს ამ დილით დაუკავშირდა.
რედაქცია დაინტერესდა თუ რატომ არ დასახელდა გუშინ პარტიის მიერ მერობის კანდიდატების პრეზენტაციისას გურიის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები “ნაციონალების” მხრიდან.
“არამარტო გურია, ბევრი მუნიციპალიტეტი კიდევ, სადაც ჯერ შეჯერებულები საბოლოოდ არა ვართ, ასე რომ, თუ ვინმემ ამის გამო ნაადრევი დასკვნები გამოიტანა კვლავ გავიმეორებ, რომ ოზურგეთში ისევე როგორც ყველგან, ორთავე მიმართულებით-იქნება ეს საკრებულო (როგორც პროპორციული ასევე მაჟორიტარული) თუ მერი – გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ” – გვითხრა მჟავანაძემ.