დღეს დაახლოებით, 19:00 საათზე რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა 73 წლის კოვიდ დადებითი პაციენტი.
მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. ის გახლავთ ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. შემთხვვეის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.
ამჟამად პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.