საქართველოში ფრინველის კვერცხის წარმოება მცირდება. რეკორდულად იკლებს იმპორტიც. ადგილობრივი ექსპორტი კი უკვე რამდენიმე წელიწადია იზრდება.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში 159 მილიონი კვერცხი იწარმოა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.8 პროცენტით ჩამორჩება, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში წარმოებული იყო 174,3 მილიონი კვერცხი.
წარმოების კლების მიუხედავად, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან კვერცხის ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა. კერძოდ, წელს 6 თვეში ქვეყნიდან გავიდა 741,5 ათასი დოლარის ღირებულების 3,387 მილიონი ერთეული ფრინველის კვერცხი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტზე 3,186 მილიონი კვერცხი გავიდა, ჯამში 619,1 ათასი დოლარის ღირებულების.
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოდან კვერცხის ექსპორტი მთლიანად აზერბაჯანში განხორციელდა.
რაც შეეხება იმპორტს, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში განხორციელდა 175,3 ათასი დოლარის ღირეულების 6,808 მილიონი ცალი კვერცხის იმპორტი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,764 მილიონი დოლარის ღირებულების 21,679 მილიონი კვერცხი შემოვიდა.
საქართველომ წელს კვერცხი 5 ქვეყანაში იყიდა, ყველაზე დიდი რაოდენობით ნიდერლანდებში. კერძოდ:
- ნიდერნალდები – 106,4 ათასი დოლარი
- თურქეთი – 56,1 ათასი დოლარი
- საფრანგეთი – 5,7 ათასი დოლარი
- ჩეხეთი – 4,4 ათასი დოლარი
- უნგრეთი – 2,6 ათასი დოლარი
- bpn.ge