ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დამოუკიდებელი დეპუტატი გურიანთია მაჟორიტარული ოლქიდამ, მაია ზოიძე, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, როგორც საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი გურიანთა – სოფ.ოზურგეთი – მელექედურის საარჩევნო ოლქში, უკვე პარტია #საქართველოსთვის – გიორგი გახარიას პარტიიდან მიიღებს.
“ჩემო მეგობრებო, თანასოფლელებო და მხარდამჭერებო, მინდა, გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო თვითმმართველობის არჩევნებში გურიანთა – სოფ.ოზურგეთი – მელექედურის საარჩევნო ოლქში პარტია #საქართველოსთვის მაჟორიტარად.
ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია წარმოვადგენდე 3 სოფელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და მჯერა, აუცილებლად გავამართლებ თქვენს იმედს და ვიქნები თითოეული თქვენგანის ხმა.
ბევრი ადამიანი მეხმიანება და მიცხადებს მხარდაჭერას. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა”
-წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე მაია ზოიძე.