“სიტყვები არ მყოფნის როგორ შეიძლება ადამიანმა შეაფასოს ოპონენტების არაადეკვატური ქცევა, როცა მათ არ უხარიათ არც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, არც მოსახლეობის კეთილდღეობა, არც ის პროგრესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ამას უბრალოდ ჰქვია მავნებლობა და ამას ჰქვია მტრობა. ერთი მხრივ, სიბრალულით უნდა აღვნიშნო ის, რომ ძალიან მეცოდება ჩვენი ოპონენტები და მთლიანი ოპოზიცია. რასაც ვუყურებ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, მე ეს კარგად მესმის. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ისინი არიან უბრალოდ “წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდა” მდგომარეობაში”
თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის წარდგენაზე.