საბერძნეთი აცხადებს, რომ ქვეყანა ავღანეთიდან გაქცეული და ევროკავშირში შესვლის მსურველი ავღანელებისთვის კარიბჭე ვერ გახდება.
„მკაფიოდ ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვიქნებით და ვერ ვიქნებით ევროპის კარიბჭე ლტოლვილებისა და მიგრანტებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, ევროკავშირში შესვლას შეეცადონ“,- განაცხადა საბერძნეთის მიგრაციის მინისტრმა ნოტის მიტარაჩიმ.
მან ევროკავშირს საერთო რეაგირებისკენ მოუწოდა.