ჯანდაცვის მინისტრი – ვერ ვიტყოდი, რომ მთავრობა შეზღუდვების პირობებში ლოიალურია

ვერ ვიტყოდი, რომ მთავრობა არის ლოიალური შეზღუდვების პირობებში – მნიშვნელოვანია არამხოლოდ მოლოდინი მთავრობისგან, თუ რამდენად მკაცრი იქნება და ასევე, რამხელა სასჯელი იქნება დაწესებული, არამედ დღეს ჩვენი, თითოეული მოქალაქის და თითოეული ბიზნესის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, სურსათის უვნებლობის სამსახურის და საპატრულო პოლიციის მიერ ერთობლივად განხორციელებული მონიტორინგი და საჯარიმო აქციები, თავის შედეგს გამოიღებს.

“ვერ ვიტყოდი, რომ მთავრობა არის ლოიალური შეზღუდვების პირობებში, ვინაიდან მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროში არსებული შრომითი ინსპექციის მხრიდან განხორციელდა არაერთი ზედამხედველობითი ღონისძიება და არაერთი საჯარიმო ღონისძიება. ამ ქმედებებში ჩართულები არიან როგორც სურსათის უვნებლობა, ასევე საპატრულო პოლიცია და ისინი ერთობლივად ახორციელებენ მონიტორინგს და ასევე, საჯარიმო აქციებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თავის შედეგს გამოიღებს. თუმცა ამავდროულად უნდა აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანია არამხოლოდ მოლოდინი მთავრობისგან, თუ რამდენად მკაცრი იქნება და ასევე რამხელა სასჯელი იქნება დაწესებული, არამედ დღეს ჩვენი, თითოეული მოქალაქის და თითოეული ბიზნესის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანი როლი ენიჭება”, – განაცხადა ტიკარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share