“ერთ რაღაცას გეტყვით.
ეს ქალები აქციას მართავენ ქაბულში, რომელსაც თალიბანი აკონტროლებს. მათ იციან, რომ თალიბანი მალე რეპრესიებზე გადავა, როგორც კი გაიმყარებს ძალაუფლებას.
ზუსტად ხვდებიან, რა ელოდებათ ამ აქციის გამო. ანგარიშსწორება იქნება უსასტიკესი. ამ ქალებს კარგად ესმით, რომ პროტესტის ფასი სიკვდილით პასუხისგებაა.
მაინც აპროტესტებენ …
მაგალითები ქმნის ისტორიას !
ჩვენც სულ გვყავდა და ახლაც გვყავს მაგარი ქალები.
აცრის ნუ შეგეშინდებათ;
არჩევნების დღეს კოორდინატორებისა და სუსის ნუ შეგეშინდებათ, ძვირფასებო.
დარწმუნებული ვარ, კრიტიკულ მომენტში ამ ავღანელი ქალებივით თქვენც მამაცები იქნებოდით.
უბრალოდ, ახლა აცრაა საჭირო და არჩევნებზე გამბედაობა”, – წერს ვახო სანაია “ფეისბუქ” გვერდზე.