“სააკაშვილის ნიადაგზე შეშლილი, ზიზღისმფრქვეველი, ბნელი, ნაძირალა” – ნიკა გვარამია ღარიბაშვილზე

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ქედაში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერი მოსახლეობას კვლავ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ესაუბრა. 

როგორც ნიკა გვარამია წერს, ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის “ნიადაგზე შეშლილი, ზიზღისმფრქვეველი ბნელი ნაძირალაა”:

“კაცი, რომელიც პრემიერი იყო ორჯერ და სრულიად არაფერი შეუქმნია, დევნის, უკიდურესი პოლარიზაციის და დაუსრულებელი ზიზღის ნაკადის გარდა. ამის სალაპარაკოა ამ ქვეყნის განვითარების ოქროს ხანის მთავარი ლიდერი? თან ამ ტექტსებით და ამ ტონალობაში? სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში ახლა უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ამას საქართველოში ორჯერ პრემიერობის განმავლობაში ერთად აღებული გაუკეთებია საქართველოში?
სააკაშვილის ნიადაგზე შეშლილი, ზიზღისმფრქვეველი ბნელი ნაძირალა”, – წერს ნიკა გვარამია. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share