ვინ არის ჩოხატაურის მერიის თანამშრომელი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” მერის კანდიდატად განიხილავს (ექსკლუზივი)

“გურიის მოამბის”  ექსკლუზიური ინფორმაციით,  “ნაციონალური მოძრაობა”  ჩოხატაურში მერობის კანდიდატად ნონა სიხარულიძეს განიხილავს.

ფოტოს გახსნა

სიხარულიძე ამ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს:  – შემოთავაზება არის და მიმდინარეობს კონსულტაციები. რამდენიმე დღეში ყველაფერი გახდება ცნობილი,  – გვითხრა სიხარულიძემ.

ნონა სიხარულიძე ჩოხატაურის მერიის მოქმედი თანამშრომელია.

ის სოციალურ სამსახურში ბავშვთა უფლებების დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობს.

მანამდე კი 10 წელზე მეტი ჩოხატაურში, სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share