გადათვლა ისე ვეღარ უშველის ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია – ნათელაშილი

ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში დასრულდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია დღეს ყველაზე მეტად ერთიანია.

„დღეს ოპოზიცია არის ყველაზე ერთიანი. ვართ ერთ აზრზე, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა. შედეგები ბათილად უნდა გამოცხადდეს და 2 თვეში ნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციით, რომელიც შეიძლება იყოს ეუთოდან და ევროკავშირიდან დაკომპლექტებული. რაც მთავარია, გადათვლა ისე ვეღარ უშველის ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩს ხვდებიან. შეხვედრას ესწრებიან „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share