ოზურგეთში, სოფელ ბახვში, კოვიდით გარდაცვილი და-ძმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ირკვევა, და-ძმა ეკა და კახა ბოლქვაძეები, ბათუმში, დაბადების დღეზე დაინფიცირდნენ. ბახვის საჯარო სკოლის დირექტორის, მზია ვაშალომიძის ინფორმაციით, ორივე დაძმა სოფელში გამორჩეული იყო და მომხდარმა მთელი სოფელი შეძრა.
ვაშალომიძე ადასტურებს, რომ კახა ბოლქვაძეს კოვიდი იმ დღეს დაუდასტურდა, როცა მისი და გარდაიცვალა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანაზე დაკრძალვამდე უარი თავად თქვა.
ამავე თემაზე: სოფელ ბახვში კორონავირუსმა და-ძმის სიცოცხლე იმსხვერპლა