20 ივნისს დაზარალებული: “ავთანდილ თალაკვაძის “დამსახურებაა”, რომ თვალებდათხრილი ხალხი ვერ მივდივართ კლინიკაში”

20 ივნისს დაზარალებული ნათია ლეთოდიანის განცხადებით, ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის ბრალია, რომ დაზარალებულები დღემდე ვერ ახერხებენ სამკურნალოდ ისრაელში წასვლას ის ადამიანებჯ, რომლებსაც თვალები დათხარეს:

“ეს ნაძირალა არის ავთანდილ თალაკვაძე, ბატონი არჩილის ძმა!
20 ივნისის დაშავებულების საქმე ამას ჩააბარეს და სწორედ ამ არაკაცის “დამსახურებაა”, რომ შარშან ისრაელში წასასვლელი თვალდათხრილი ხალხი დღემდე ვერ მივდივართ კლინიკაში. რამდენიმე დაზარალებულს ვერ მიხედა, ფეხებზე დაიკიდა, დაეზარა და ამან უნდა მიხედოს ამხელა ოზურგეთს??? აი ასეთი ხალხია დღეს ოცნების სახე, უპასუხისმგებლოები!
კორუმპირებულები!
არაადამიანები!
მას დაბლოკილი ვყავართ ყველა დაზარალებული, მაგრამ მაინც ყველგან და ყოველთვის მოგწვდებით და გეტყვით, რომ ხართ ჩვეულებრივი ნაძირალა! ” – წერს ლეთოდიანი და ავთანდილ თალაკვაძის ფოტოს აქვეყნებს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share