“ვერავინ შეგვაჩერებს” – ფეისბუქზე ჯგუფი “მედგიდი” კიდევ ერთხელ შეიქმნა

ფეისბუქზე ჯგუფი მედგიდი კიდევ ერთხელ შეიქმნა – ამის შესახებ სოფო ჯაფარიძემ გაავრცელა ინფორმაცია.

„ვერავინ შეგვაჩერებს! ჩვენ მაინც თქვენ გვერდით ვიქნებით სულ. არასოდეს მიგატოვებთ”, – წერს სოფო ჯაფარიძე ფეისბუქში.

შექმნიდან დაახლოებით ერთ საათში ჯგუფში 16 ათასზე მეტი ადამიანი გაწევრიანდა.

ჯგუფი მედგიდი რამდენიმე თვეა, არსებობს. პირველად ის 9 აგვისტოს დაიბლოკა. როგორც მაშინ მედგიდის დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე ამბობდა,  ჯგუფი მიზანმიმართული შეტევის გამო დაბლოკეს.

ამავე დღეს, ჯაფარიძემ ახალი ჯგუფი გააკეთა, თუმცა დღეს facebook-ზე აღარც ის იძებნებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share