გურიის მოამბე

ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა

ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა

ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გუჯაბიძე 64 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ბიძინა გუჯაბიძე 2003-2008 წლებში გახლდათ მეექვსე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან”. მან მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში დაამარცხა “მოქალაქეთა კავშირის” წევრი გენერალი ჯონი ფირცხალაიშვილი. ხოლო,  2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“.

მისი მეუღლე მაკა სახურია სოციალურ ქსელში წერს რომ  გარდაცვალების  მიზეზი გულის შეტევა გახდა:

“ახლა მიტირეთ ყველამ… აღარ მყავს ჩემი კეთილი ბიძინა. ვერ გაუძლო გულმა…” – წერს სახურია.

ყოფილი მაჟორიტარის დაღუპვას სოცილურ ქსელში ტელეკომპანია მთავარის დირექტორი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა:

“ახლა გავიგე, რომ ბიძინა გუჯაბიძე გარდაცვლილა.ეროვნული მოძრაობის ღირსშესანიშნავი ფიგურა; გურიაში ვარდების რევოლუციის ერთერთი მნიშვნელოვანი შემოქმედი; შემდეგ ოცნების უმრავლესობაში მყოფი და ჩემთვის მიუღებელი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, მაინც ყოველთვის საყვარელი ადამიანი, წესიერი, ხალხის მოყვარული და ნამდვილი კაცი.

RIP ბიძინა გუჯაბიძე. ვიზიარებ ოჯახის და ყველა მეგობრის მწუხარებას.”- წერს გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights