საქართველოს 16-მა მოქალაქემ ავღანეთი დატოვა

საქართველოს 16-მა მოქალაქემ ავღანეთი დატოვა. ისინი ამ წუთებში ქაბულიდან თბილისისკენ მოფრინავენ.

ავღანეთში სულ საქართველოს 20-ზე მეტი მოქალაქე იყო ჩარჩენილი. მათმა ნაწილმა ქვეყანა 18 აგვისტოს, უნგრეთის მთავრობის დაქირავებული ლაინერით დატოვა, ნაწილი კი დღეს დილით დაბრუნდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share