დეპუტატი ჩიგოგიძე კოტე შარაშენიძესთან ერთად შეხვედრებზე დადის-“მადლიერების გრძნობით ამავსეთ”

დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე კოტე შარაშენიძესთან ერთად შეხვედრებს მართავს.
ამის შესახებ, საუბარია ჟურნალისტ ეთერ ქადეიშვილის პოსტში.
ღვაწლმოსილი ჟურნალისტი წერს, რომ დეპუტატი ჩიგოგიძე, ოზურგეთის მოქმედ მერთან, კოტე შარაშენიძესთან ერთად ცოტა ხნის წინ სტუმრობდა.
“გზა, რომელიც გამოვიარე?!
რატომ ვიმეორებ ტკივილით განუმეორებელი არჩილ სულაკაურის მრავლისმთქმელ სტრიქონებს?! ნიშნავს და, მგონი, არაფერს ნიშნავს ის გზა, რომელიც გამოვიარე! ვინც მიცნობს, რამდენიმემ თუ იცის, რა გზაც გამოვიარე! მე? -მადლობა, უფალო, ისეთი გზით რომ მატარე, რომლის გახსენება სიბერეში სიხარულს მგვრის და კმაყოფილებით მავსებს.
სავალი, თითქმის, შეჩერდა! მაგრამ-გული? ეს გული, რამდენიმე დღის წინ, კმაყოფილებით ამივსო მოულოდნელმა სტუმარმა, დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ. მეწვია, მესაუბრა… ბევრი კარგი რამ გაიხსენეს მისმა თანამგზავრებმაც: კოტე შარაშენიძემ, გიორგი ინწკირველმა, ვასიკო ჩიგოგიძემ… ეს სტუმრობა ჩემთვის გუშინდელობის დიდი პატივისცემა იყო.
გულწრფელი სამადლობელი იყო იმ გზისთვის, რომელიც გავიარე და დღეს ბევრისთვის არაფერს ნიშნავს.
თქვენი მობრძანება-გაცნობით, ბატონო დეპუტატო ვასილ, ჩემი გუშინდელი გზა დამანახეთ და…. მადლიერების გრძნობით ამავსეთ!
გმადლობთ, ყველაფრისთვის, დიახ, ყველაფრისთვის!
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენი ლამაზი ოჯახით!” –წერს ქადეიშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share