ახალციხის სოფელში ინფიცირებულია 41 ადამიანი, მათ შორის ორსულები და ბავშვები

ახალციხეში, სოფელ ურაველში ეპიდაფეთქებაა. “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციიღ, სოფელში კორონავირუსი 41 პირს დაუდასტურდა. მათ შორის, 2 ორსულია, 7 კი ბავშვი.

ადგილობრივები ეპიდაფეთქებას გასვენებას უკავშირებენ.

თანხლები დაავადებების გამო კლინიკაში 5 პირი გადაიყვანეს.

ექიმის, ჯულიეტა კაპანაძის ინფორმაციით, 7 ინფიცირებული არასრულწლოვანიდან, ერთი ახალშობილია, ორი წლამდე ასაკისაა, დანარჩენების ასაკი 8 წელს არ აღემატება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share