“რა სტრატეგია აქვს? არანაირი სტრატეგია არ აქვს. ამოგლეჯილი აქვს, რაღაცებს აკეთებენ. დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები მიიღო ღარიბაშვილმა. მან გააუქმა რეგულაციები მაშინ, როდესაც ზრდა დაიწყო. ეს პირბადებიის გაუქმება რა უბედურება იყო? აქაც ეკონომიკის ინტერესი ხო არ იყო? მერე იყო ამნისტია, რომელმაც დაუსჯელობის სინდრომი გააჩინა. ახლა კიდევ იძახიან პირბადეებიო, მაგრამ ქუჩაში არავის უკეთია. ფაქტობრივად, მან ჩაიდინა დანაშაული. ეს სიკვდილის ქრონიკა არის მის კისერზე, პირადად მის კისერზეა. ესე უნდა წაიკითხოს ამომრჩეველმა, მაგრამ ამომრჩევლამდე ეს უნდა მივიდეს. სასწორზე როდესაც იდება სიცოცხლე, მას ვერაფერი გადაწონის. მით უმეტეს, რომელ ეკონომიკაზე მელაპარაკება ერთი? სად არის ქვეყანაში ეკონომიკაში? ლაპარაკობს ეკონომიკა დუღს და ამ დუღილში აორთქლდა სამუშაო ადგილები”.
განაცხადა ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა tv პირველის ეთერში.