განა მეტი რა გვჭირდება, რომ დავინახოთ სად არის შავი და სად არის თეთრი? ან რატომ აქვს ვინმეს იმის ამბიცია, რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში ერთი მოქალაქე მაინც იყოს ბედნიერი; ან რატომ უნდა უჭირდეს, ან რატომ არ უნდა გვეღუპებოდეს ადამიანები, ან რატომ არ უნდა იყოს ყველა სასოწარკვეთაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გვყავს. წარმოუდგენელი საარაკო, უვიცი, ბოროტების განსახიერება და უწიგნური ადამიანი. ამ გუნდის პირობებში რატომ შეიძლება ბავშვი ბედნიერად გვეზრდებოდეს ქვეყანაში და უზრუნველი ცხოვრება ქონდეს ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს
განაცხადა პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმში ენმ-ის მერობის კანდიდატის წარდგენისას.