ქვეყნისთვის ტრაგედია არ იქნება, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები – ეს განცხადებს ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გააკეთა. როგორც ის აცხადებს, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინაშე დადგა ავსტრია, როცა ერთ რეგიონში დარღვევები აღმოჩნდა და დემოკარტიულმა სახელმწიფომ ამ გამოწვევას ხელახალი არჩევნების უზრუნველყოფით უპასუხა.
“დემოკრატია ნათელ წესებს ემყარება, მათ შორისაა საარჩევნო წესების დაცვა. გაოცებული ვარ, რომ ოპოზიციის საჩივრები არ განიხილება. შეცდომები დაუყონებლივ უნდა იქნეს განხილული.
ქვეყნისთვის ტრაგედია არ იქნება, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. გავიხსენებ ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც კონკურენცია მაღალი იყო, შედეგების მიხედვით, მწვანეთა ლიდერი გამარჯვებულად დასახელდა თუმცა ერთ რეგიონში დარღვევები დაფიქსირდა, რაც ახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი გახდა. ევროპაში ნერვიულობდნენ, ვინ მოიგებდა არჩევნებს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ იქცევა დემოკრატიული ქვეყანა და ამ ნაბიჯმა ავსტრია გამოიყვანა კრიზისისგან.” – აცხადებს კუბილიუსი.