საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან დამარცხდა.
ისტორიული მატჩი დინამო არენაზე ჩატარდა და მას კორონავირუსის მიერ გამოწვეული შეზღუდვების გამო, მაყურებელი არ ესწრებოდა.
თამაშამდე ორი დღით ადრე კვარაცხელიას და შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ, მათ თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ. მატჩს არ ესწრებოდა, ასევე, ჩაკვეტაძე, რომელსაც ტრავმა აქვს მიღებული.
კორონავირუსის შეზღუდვების მიუხედავად, მატჩს გულშემატკივარი ვერა, მაგრამ კალაძე, კობიაშვილი და ფედერაციის სხვა წევრები დაესწრნენ.
ეს თამაში იყო წინაპირობა იმის, რომ პირველად თავის ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასულიყო და კონტინენტის უძლიერეს გუნდებში მოხვედრილიყო.