დუშეთში 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს

მკვლელობა დუშეთში. სოფელ პავლეურში გვიან ღამით, 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე 25 წლის ბიჭია, რომელიც ძალადობრივ ქმედებებში ადრეც იყო შემჩნეული. როგოგრც “მთავარს” ადგილობრივები უყვებიან, სავარაუდო დამნაშავის ძველ დანაშაულებს. პოლიციის მხრიდან. რეაგირება არ მოჰყოლია.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მოტივი ძარცვა, ქურდობა, ან ყაჩაღობა ვერ იქნებოდა, რადგან მოკლული მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიძება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა სავარაუდო დამნაშავე დაკავებული. როგორც პრესცენტრში ამბობენ, მიმდინარეობს საგამოძიებლო მოქმედებები.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share